პრემიერის ინტერვიუ

პრემიერი: ბიძინა ივანიშვილი არასდროს აკრიტიკებს ადამიანს უსამართლოდ

არ ვეთანხმები აზრს, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მინისტრებისთვის მწვანე შუქი იყო ანთებული, რომ მარგველაშვილი ღიად ეკრიტიკებინათ. მინისტრებს აქვთ საკუთარი მოსაზრება. ბიძინა ივანიშვილი არასდროს აკრიტიკებს ადამიანს უსამართლოდ. მე არ მახსოვს, რომ ბიძინა ივანიშვილს ადამიანი გაეკრიტიკებინოს უსამართლოდ. როდესაც ხედავ, რომ ადამიანი სამართლიანად აკრიტიკებს ამა თუ იმ პიროვნებას, იქნება ეს ღარიბაშვილი, უსუფაშვილი, მარგველაშვილი თუ სხვა, ადამიანის არჩევანია, გაიზიაროს თუ არა ეს კრიტიკა. მინისტრების უმრავლესობამ გაიზიარა ეს აზრი, რაც ნორმალურია. აქ არაფერ შუაშია მწვანე შუქის ანთება.

განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა რეაქციაში ბიძინა ივანიშვილისა და მინისტრების მხრიდან პრეზიდენტის კრიტიკაზე საუბრისას.

კომენტარები