2009-2011 წლებში, 88 ათასი ტონა ყურძენი იქნა დაკრეფილი 3 წლის განმავლობაში სააკაშვილის დროს; და მაშინ ყურძნის ფასი იყო 50 თეთრიდან 90 თეთრამდე მაქსიმუმ, ისიც რამდენიმე თვე უწევდა მოსახლეობას ლოდინი. ჩვენ დროს 200 000 ტონა ყურძნის რეალიზაცია მოვახერხეთ და 270 მილიონი ლარი შევიდა კახეთის რეგიონში მხოლოდ, და ასევე რაჭაშიც. 4 000 ჰექტარი ახალი ვენახი გაშენდა ამ ორი წლის განმავლობაში. რატომ? იმიტომ რომ მოსახლეობას მიეცა იმედი, მეგობრებო, რწმენა მიეცა, იმიტომ რომ ხედავენ, რომ დაფასდა მათი შრომა. მას აღარ ეშინია ყურძნის მოყვანის, ვენახის გაშენების, მაშინ როცა სააკაშვილი პირდაპირ ავალებდა, რომ გაეჩეხა ქართველ გლეხს [ვენახი]. ეს შაჰ აბასს არ გაუკეთებია ასეთი რამ, ყველაზე სასტიკ დამპყრობლებს არ გაუკეთებიათ ასეთი რაღაც, რაც მან [სააკაშვილმა] გააკეთა.
tbl.ge/114x
დაკოპირდა

ეს მოსაზრება გამოთქვა ღარიბაშვილმა, როდესაც სოფელ დუისის მოსახლეობას სიტყვით მიმართა.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




