კანონმდებლობა

მარგველაშვილი: მოსმენის კანონზე შესაძლო ვეტო განიხილებოდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

"კანონზე შესაძლო ვეტო, ეს არის ის რაც ჩემ ვალდებულებას წარმოადგენს. ასეთი თემა, ბუნებრივია, განიხილებოდა, თუმცა არ მინდა წინსწრებით კანონპროექტზე გამოვთქვა ჩემი პოზიცია." - მოსმენის შესახებ კანონზე მარგველაშვილმა საკუთარი პოზიცია რუსთავი 2-ის ეთერში დააფიქსირა.

პრეზიდენტმა განმარტა, რომ მოსმენის კანონთან დაკავშირებით გაზაფხულიდან მოყოლებული 10-მდე შეხვედრა გამართა იმ ჯგუფებთან, რომელნც კანონპროექტზე მუშაობდნენ. მან აღნიშნა, რომ დღესაც იყო შეხვედრები დეპუტატებთან ხმალაძესა და შავგულიძესთან, რომელთანაც პრეზიდენტმა კანონი დეტალურად განიხილა. 

"მიმაჩნია, რომ ეს საკითხი გასცდა საკანონმდებლო რეგულაციების დონეს და გახდა საზოგადოებრივი და პოლიტიკური...მიმაჩნია, რომ ეს კანონი უკავშირდება დემოკრატიას და ქვეყნის მოწყობას და სტაბილურობას,"- განმარტა პრეზიდენტმა. 

მარგველაშვილმა ასევე გაიხსენა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფქსირება შსს-ს ჯერ კიდევ 3 ოქტომბერს თხოვა, თუმცა შეხვედრა დღემდე არ შემდგარა. 

პრეზიდენტი კანონპროექტზე საკუთარ პოზიციას ჯერ არ აფიქსირებს და ამბობს, რომ ამას მას შემდეგ გააკეთებს, რაც მოხდება კანონპროექტის კანონად მიღება. 

კომენტარები