პრემიერის გამოსვლა

პრემიერი: წელს პირველად გაიზარდა პენსიონერთა რიცხვი, ეს მოიტანა თავისუფლებამ

ოცი წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში წელს პირველად შემცირდა სიკვდილიანობა, რატომღაც არავინ არ მიაქცია ამას ყურადღება, მე ეს ძალიან მახარებს. პირველად, ოცი წლის განმავლობაში გაიზარდა პენსიონერთა რიცხვი. სწორედ ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის შედეგი. ეს მოიტანა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, ეს მოიტანა თავისუფლებამ, მეგობრებო. იმიტომ, რომ რეგიონებში, სოფლებში, ქალაქში, როცა მოხუცებულებს, ბებიებს, ბაბუებს, პაპებს... შვილიშვილი მიდის სახლში და აღარ იჭერენ მას უსამართლოდ, უკანონოდ, მას ნაკლებად მოუწევს ნერვიულობა, ნაკლები სტრესი აქვს მას და, ბუნებრივია, ეს არის ყველაფერი ის, რაც აისახება მათ ჯანმრთელობაზეც. 

განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ორწლიანი საქმიანობის შეფასებისას.

კომენტარები