საქართველოს პრემიერმინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს საზოგადოებას ორწლიანი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს საზოგადოებას ორწლიანი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერმა ქართული ოცნების წევრებს 25 ოქტომბერს, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიაწოდა. 

"27 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერმინისტრი საზოგადოების წინაშე წარსდგება ჩვენი საქმიანობის შესახებ ორწლიანი ანგარიშით. ძალიან ბევრი სასიკეთო გვაქვს მოსაყოლი და, შესაბამისად, პრემიერმინისტრი გააკეთებს ამაზე შინაარსობრივად დატვირთულ მოხსენებას", - განაცხადა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.

საქართველოს პრემიერი სიტყვით დღეს, 12:00-ზე, სასტუმრო რედისონში გამოვა. 

კომენტარები