კრიზისი უკრაინაში

სააკაშვილი: ანტიკორუფციული კანონი უკრაინაში ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა

ყველამ ვიცით, უკრაინას მძიმე ზამთარი ელის და მომდევნო თვეებში ეკონომიკური სიტუაცია გაუარესდება. ასევე ცხადია, რომ პუტინი გეგმავს, ნებისმიერი, მათ შორის, სამხედრო მეთოდებით განაგრძოს ძირის გამოთხრა უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის. პროგნოზი არცთუ საიმედოა, მაგრამ არსებობს ოპტიმიზმის მიზეზიც: ძალიან მომწონს ანტიკორუფციული კანონების პაკეტი, რომელიც რადამ მიიღო პრეზიდენტის წინადადებით. საქართველოს შემდეგ პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში იქმნება ეფექტიანი მექანიზმი უკრაინის მთავარ გამოწვევასთან - კორუფციასთან საბრძოლველად. ოპტიმიზმის მეორე მიზეზია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, შემოიღოს ინგლისური ენა სახელმწიფო სამსახურის ერთ-ერთ სამუშაო ენად. ლუსტრაციასთან ერთად, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდის მოზიდვას სახელმწიფო სამსახურში, უამისოდ კი, რეალური პროგრესი არ იქნება. ვფიქრობ, თუ ეს ყველაფერი განხორციელდა, უკრაინა შეიძენს ახალ ძალას, რომელიც დაამსხვრევს პუტინის ყველა მზაკვრულ გეგმას.

წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ში.

კომენტარები