ოკუპირებული ტერიტორიები

ილია II: აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნება საჭიროა აფხაზებისა და ოსებისთვისაც

fmabkhazia.com

"აფხაზეთი და ცხინვალი უნდა დაუბრუნდეს თავის პატრონს - საქართველოს. ეს საჭიროა საქართველოსთვისაც და მათთვისაც - აფხაზებისა და ოსებისთვის", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში თქვა, სადაც ებრაულ დელეგაციას უმასპინძლა. 
როგორც პატრიარქმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო დღეს განიცდის მძიმე პერიოდს, დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

"დროებით საქართველო ვერ აკონტროლებს აფხაზეთსა და ცხინვალს. მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. აფხაზეთი და ცხინვალი უნდა დაუბრუნდეს თავის პატრონს, საქართველოს. ეს საჭიროა საქართველოსთვისაც და მათთვისაც – აფხაზებისა და ოსებისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ყველაზე დიდი ძალა, მატერიალური და ადამიანური ძალა, რომელიც ამაში ჩვენ დაგვეხმარება, ეს არის ისრაელი და ებრაელები", - აღნიშნა ილია მეორემ.

ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილის ფარგლებში პატრიარქთან სტუმრად იმყოფებოდნენ ისრაელის პარლამენტის წევრები, ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. 

კომენტარები