საერთო სამხედრო დაჯგუფება

ხაჯიმბა: რუსეთის შემოთავაზებული პროექტი ამ სახით აფხაზეთისთვის მიუღებელია

rferl.org

"რუსეთთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების პროექტი შემოთავაზებული სახით აფხაზეთისთვის მიუღებელია", - ამის შესახებ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას სოხუმის რეჟიმის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა. მისი თქმით, სოხუმი დოკუმენტში საკუთარი შესწორებების შეტანას აპირებს.

"რუსეთის მიერ წარმოდგენილი პროექტის მრავალი დებულების რედაქცია ჩვენ არ გვაკმაყოფილებს. უფრო ღიად ამის შესახებ როგორ უნდა მეთქვა? ამიტომაც მივმართე ყველას, ჩვენს საზოგადოებას, ექსპერტებს, დეპუტატებს. პარლამენტი ამ პროცესში უნდა ჩაერთოს. გვაქვს კონკრეტული წინადადებები, რომლებსაც სამუშაო ჯგუფი განიხილავს", - განაცხადა ხაჯიმბამ. 

ხელშეკრულების პროექტის თანახმად, რუსეთმა და აფხაზეთმა საერთო საჯარისო დაჯგუფება უნდა შექმნან, რომელიც რუსეთს დაექვემდებარება. აფხაზური სამართალდამცავი ორგანოები კი ერთობლივ საკოორდინაციო საბჭოს უნდა დაემორჩილონ. რუსეთ-აფხაზეთის საზღვარი ფსოუზე უნდა გაუქმდეს, ადმინისტრაციულ საზღვარს ენგურზე კი, ასევე პორტებსა და აეროპორტებს,  რუსეთი გააკონტროლებს. უკმაყოფილება რუსეთის შემოთავაზებით აფხაზეთში მრავალმა პოლიტიკოსმა და საზოგადოების წარმომადგენელმა გამოთქვა.

კომენტარები