საერთო სამხედრო დაჯგუფება

ჯაფარიძე: ივანიშვილის ინტერესები და ამ ქვეყნის ინტერესები აცდენილია ერთმანეთს

უმრავლესობა არ ეთანხმება ჩვენი რეზოლუციის ტექსტს.

საერთოდ არ აპირებენ რეზოლუციის მიღებას, რადგან ვერ ბედავენ მთავრობას/ღარიბაშვილს რამე დაავალონ ივანიშვილის ნების საწინააღმდეგოდ.
ამიტომ გამოიტანეს ტექსტი, რომელსაც დაარქვეს "განცხადება" და ამ განცხადებაში არ წერია არაფერი ახალი, არაფერი.

ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს - რუსეთმა ხვალ რომ ღიად მიიერთოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ივანიშვილი მაინც გააგრძელებს რუსეთთან business as usual-ს, რადგან მისი პირადი ინტერესები და ამ ქვეყნის ინტერესები აცდენილია ერთმანეთს.

წერს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ში. რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გასაფორმებელ შეთანხმებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობამ რეზოლუციის ტექსტი შეიმუშავა, ხოლო უმრავლესობამ - განცხადების.

კომენტარები