კრიმინალი

რუსთავი 2: გურჯაანის რაიონის სოფელ დარჩეთში ქმარმა ცოლს დანით ყელი გამოჭრა

Getty Images

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ცნობით გურჯაანის რაიონის სოფელ დარჩეთში ქმარმა ცოლს ყელი გამოჭრა. როგორც "კურიერის" ჟურნალისტი იტყობინება, წინასწარი ინფორმაციით, 70 წლამდე მამაკაცმა ცოლს ყელი დანით გამოჭრა. მამაკაცი ნასვამი იყო.

შემთხვევა დაახლოებით 21 საათზე მოხდა. მამაკაცი უკვე დაკავებულია. ამ წუთებში კი მიმდინარეობს გარდაცვლილი ქალის ცხედრის გურჯაანის პროზექტურაში გადასვენება.

ტაბულა დაუკავშირდა შს სამინისტროს ინფორმაციის გადასამოწმებლად და ელის პასუხს.

კომენტარები