კრიმინალი

რუსთავში ეჭვიანობის ნიადაგზე მამაკაცი მოკლეს

Getty Images

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მახლობლად მდებარე მინდორში 16 ოქტომბერს, ღამის საათებში, ეჭვიანობის ნიადაგზე მამაკაცი მოკლეს. 

ეჭვმიტანილმა ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა 1984 წელს დაბადებული მამაკაცი. შსს-ს ინფორმაციით ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მამამისის კუთვნილი ავტომობილით სოფელ ფონიჭალაში წაიღო და გიგანტის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ გაუქმებულ არხში დააგდო. 

ბრალდებული შსს-ს მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად მომხდარიდან რამდენიმე საათში რუსთავში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. 

კომენტარები