უკრაინის კრიზისი

პუტინს უკრაინაში შუამავლობა სურს

AP

რუსეთის პრეზიდენტმა მილანში, აზია-ევროპის სამიტის შემდგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მინსკში 5 სექტემბერს გაფორმებულ შეთანხმებას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ორივე მხარე - უკრაინის შეიარაღებული ძალები და სეპარატისტული ფორმირებები, არღვევს.

„ჩვენ ვეცდებით, ხელ შევუწყოთ, შუამავლობა გავუწიოთ (მხარეებს), მისაღები გადაწყვეტილებები მოვძებნოთ", - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, რუსეთი მონაწილეობას მიიღებს გამყოფი ხაზის გაკონტროლებაში უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ პოროშენკოსთან დღევანდელი შეხვედრის დროს მხარეები უკრაინისთვის გაზი მიწოდების პირობებზე შეთანხმდნენ. თუმცა, ის თქმით, პრობლემა უკრაინის მიერ დავალიანების გადაუხდელობაა, რომელმაც 4,5 მილიარდ დოლარს მიაღწია.

კომენტარები