საერთო სამხედრო დაჯგუფება

სანიკიძე: აფხაზეთზე პრემიერის კომენტარის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა

ვფიქრობ, რომ არ არის ეს სწორი ინტერპრეტაცია და ამ შინაარსით პრემიერს არ გაუკეთებია კომენტარი. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მას ვაღიარებთ, რომ ეს არის დამოუკიდებელი ერი და თვითმყოფადი ერი. აფხაზეთი ყოველთვის ისტორიულად იყო, საუკუნეების მანძილზე საქართველოსთან, ჩვენ იმაზე უნდა ვიზრუნოთ და იქიეთკენ უნდა ვიხედოთ, რომ 300 000 ლტოლვილი, რომელიც გვყავს, დროულად აღვადგინოთ ეს ურთიერთობები და დავაბრუნოთ ეს ხალხი თავის ადგილას.

განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გასაფორმებელ ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება "პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ წარმოებულ 25-წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის, აღიარებისთვის და ე.წ. დამოუკიდებლობის მიღწევისთვის".

კომენტარები