საერთო სამხედრო დაჯგუფება

ბურჯალიანი: აფხაზი ხალხის ბრძოლა თვითგამორკვევისათვის არ არსებობს

აფხაზი ხალხის ბრძოლა თვითგამორკვევისათვის არ არსებობს, ეს არის საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთში მიმდინარე რუსეთ-საქართველოს ომი - სამხედრო აგრესიით, ოკუპაციით და მცოცავი ანექსიით. თვითგამორკვევის უფლება არ გულისხმობს აუცილებლად დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. ეს უკიდურესი ზომაა, როცა სხვაგვარად ხალხის, როგორც ჯგუფის არსებობას საფრთხე ექმნება. აფხაზ ხალხს ქართულ სახელმწიფში საფრთხე არც ქონდათ და არც ახლა აქვთ. ახლა მეზარება, ვისაც უნდა მერე ვეტყვი თუ რატომ იყო აფხაზი ხალხის თვითგამორკვევის უფლება სრულად რეალიზებული. ნუ გვავიწყდება 250 ათასი (სულ მცირე) ადამიანი, ვინც ეთნიკური წმენდის მსხვერპლია. ეს ადამიანები სწორედ ეთნიკური ნიშნით გამოდევნა რუსეთის არმიამ და მათ კონტროლ ქვეშ მყოფმა შენაერთებმა აფხაზეთიდან და დღემდე ვერ ბრუნდებიან. აღარაფერს ვამბობ ათასობით ბერძენსა და ებრაელზე, ვინც იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლი. ეთნიკური წმენდა საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა. დევნილებისა და ლტოლვილების უპირობო და ღირსეულ დაბრუნებამდე აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება არის ეთნიკური წმენდის შედეგების აღიარება და ლეგალიზაცია, რაც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.

იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა პრემიერის განცხადება Facebook-ით შეაფასა. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გასაფორმებელ ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება "პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ წარმოებულ 25-წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის, აღიარებისთვის და ე.წ. დამოუკიდებლობის მიღწევისთვის".

კომენტარები