საერთო სამხედრო დაჯგუფება

ბურჯალიანი: რუსეთს ან ვუწვებით ბოლომდე ან ვიბრძვით, არჩევანი ჩვენზეა

სამსახურის გამო შეზღუდული ვარ პოლიტიკური შეფასებების საჯარო გამოხატვაში, მაგრამ აფხაზეთის ირგვლივ რაც ხდება, ძალიან მაშფოთებს. ქვემოთ რასაც ვამბობ, ჩემი პირადი მოსაზრებაა მხოლოდ!!!!

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთს შორის ეს თანამშრომლობის ხელშეკრულებადწოდებული მცოცავი ანექსიის აქტი ადასტურებს, რომ რუსეთთან დაბალანსებული პოლიტიკის წარმოება შეუძლებელია; ან ვუწვებით ბოლომდე ან ვიბრძვით, არჩევანი ჩვენზეა. რუსეთის ყველა ხელისუფლება ერთნაირად ებრძვის დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისფლებას, მათ შორის არსებული განსხვავებების მიუხედავად, ამიტომ ნუ მოვიტყუებთ თავს, რომ პრობლემა საქართველოს ხელისუფალის გემოვნებაში, ჟესტიკულაციასა და ტემპერამენტშია. დღეს რუსეთის პირისპირ მარტო ვართ, ისე როგორც მგონი არასდროს, აბაშიძე-კარასინის გაუგებარი ფორმატის და გაბაიბურებული ჟენევის ფორმატის იმედად. ამას ხელისუფლება საკუთარი თავის გარდა ვერავის დააბრალებს, მოვკვდით თავის მოწონებით - დავალაგეთ ურთიერთობა რუსეთთანო.

წერს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე თინა ბურჯალიანი Facebook-ში.

კომენტარები