პოლონეთი

პოლონეთის არმის ოფიცერი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბარალდებით დააკავეს

Bartosz Bobkowski / Agencja

პოლონეთში შეიარაღებული ძალების ოფიცერი დააკავეს, რომელიც უცხო სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ბრალდებული. ამ ფაქტს ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს.

პოლონური მედიის ცნობით, საუბარია ჯაშუშობაზე რუსეთის სასარგებლოდ. წყაროების ცნობით, რომლებსაც მედია ეყრდნობა, სპეცსამსახურები ჩატარებულ ოპერაციას წარმატებულად აფასებენ, რადგან დაკავებულს მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდა. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, დაკავებული ასევე ნარკოტიკით ვაჭრობაშია ბრალდებული. ოფიციალური ინფორმაციის გამოქვეყნებას ამ ფაქტთან დაკავშირებით პოლონეთის მთავრობა ხვალ გეგმავს. 

კომენტარები