რუსეთის ეკონომიკა

რუსეთის ეროვნულმა ბანკმა რუბლის გასამყარებლად წელს უკვე $6 მილიარდი დახარჯა

მაქსიმ ზმეიევი / REUTERS

რუსეთის ეროვნულმა ბანკმა რუბლის გასამყარებლად განხორციელებული ოპერაციებისთვის $6 მილიარდი უკვე დახარჯა. მიუხედავად ამის, რუბლის კურსის დაღმავალი ტენდენცია დოლართან და ევროსთან მიმართებით არ იცვლება. 15 ოქტომბრისთვის დოლარის ფასი 40.5 რუბლს აღწევს. 

რეგიონული კრიზისისა და დასავლური ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების გარდა, რუსული რუბლის გაუფასურებას ნავთობის ფასების ვარდნაც განაპირობებს. ნავთობის ფასმა 2.2%-ით კიდევ დაიწია და 15 ოქტომბრისთვის $88 დოლარი შეადგინა ბარელზე. ეს 2010 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი ფასია, რაც ბარელ ნავთობზე დაფიქსირებულა. 

რამდენიმე დღის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარის წვრთნები დასრულებულად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ საზღვრებიდან სამხედროების გადაადგილებას დაიწყებდა, თუმცა რუბლზე სასურველი ეფექტი ამანაც ვერ მოახდინა. 

რუსეთის ბაზრის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუბლის გაუფასურების მთავარი მამოძრავებელი ძალა ამ ეტაპზე ნავთობის ფასის დაცემაა. 

კომენტარები