რუსულ-აფხაზური ერთიანი ჯარი

დარჩიაშვილი რუსულ-აფხაზურ ერთიან ჯარზე: ეს არის ძალიან ახლომხედველი პოლიტიკა

primetimenews.ge

“ეს არის ძალიან ახლომხედველი პოლიტიკა, რომელიც კიდევ უფრო დააცილებს ამ ტერიტორიაზე მოსახლე ადამიანებს ცივილიზებულ სამყაროს, შეუქმნის მათ დამატებით პრობლემებს", - ასე ეხმაურება რუსულ-აფხაზური ერთიანი ჯარის შექმნის იდეას საპარლამენტო უმცირესობის წევრი, დავით დარჩიაშვილი. მისი თქმით, დღეს რუსეთი ცდილობს, ფაქტობრივ ანექსიას ფორმალური სახე მისცეს და ბოლომდე შეიერთოს ეს ტერიტორიები.

დარჩიაშვილის აზრით, ეს მტრული პოლიტიკაა საქართველოსთვის, მაგრამ ასევე ძალიან სარისკოა აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახლე ადამიანებისთვისაც.

"საბოლოო ჯამში, ეს ახლომხედველი პოლიტიკა იმით დამთავრდება, რომ რუსეთი შედის ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის ფაზაში გარდაუვლად, სანქციები ამაზე მიუთითებს, ეს ყველაფერი კი, ის რაც რუსეთში ამის შედეგად მოხდება, აისახება ამ ტერიტორიაზე მოსახლე ადამიანების მომავალზეც და ეს არის ძალიან სარისკო მათთვის. საქართველოსთვის რომ ეს არის სარისკო და მტრული პოლიტიკა, ეს გასაგებია”, - ამბობს დარჩიაშვილი.

კომენტარები