ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 3 სექტემბრის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა

AFP

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი 3 სექტემბრის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა. ქვეყნის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მან მეცნიერთა ახლადაშენებული საცხოვრებელი მოინახულა და მითითებებიც გასცა.

32 წლის ლიდერის გაუჩინარებამ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სპეკულაციები გამოიწვია. ზოგი დამკვირვებელი თვლიდა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ზოგი კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა - ისევ შეძლებდა თუ არა კიმ ჩენ ინი ქვეყნის მართვას.

კომენტარები