ქალებზე ძალადობა

UNFPA: საქართველოში ყოველი მე-11 ქალი ერთხელ მაინც ყოფილა ძალადობის მსხვერპლი

wordpress.com

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველი მე-11 ქალი თავის სიცოცხლეში ერთხელ მაინც ყოფილა ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

ოჯახში ძალადობის ფაქტებს სახალხო დამცველის აპარატში სწავლობენ. მათი თქმით, ოჯახური ძალადობა მხოლოდ ოჯახის საქმე არ არის და ეს საზოგადოების პრობლემაა.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ოჯახური ძალადობის პირველადი პრევენცია დამნაშავის დასჯა უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახური ძალადობის ფაქტები არ შეწყდება. გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერთან სპეციალური ჯგუფის შექმნას ითხოვს.

ბოლო დროს ქალებზე გახშირებული ძალადობის გამო უახლოეს მომავალში მთავრობის სხდომაზე ძალადობის პრევენციის სტრატეგიის განხილვა იგეგმება.

კომენტარები