უკრაინის კრიზისი

პოლონეთის პრემიერის აზრით, უკრაინა ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს

უკრაინაში სეპარატისტებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 35-ჯერ დაარღვიეს. ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის ინფორმაციით, ტერორისტებმა ნაღმმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს უკრაინულ პოზიციებს დებალცევოსა და სჩასტიესთან, ასევე დონეცკის აეროპორტზე იერიშის მორიგი მცდელობა განახორციელეს. უკრაინულმა ძალებმა ყველა შეტევა მოიგერიეს. 

უკრაინა ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს - ამის შესახებ გერმანიაში ყოფნისას პოლონეთის პრემერმა ევა კოპაჩმა განაცხადა. მისი თქმით, გერმანიის კანცლერთან მან უკრაინისთვის დახმარების გზებზე იმსჯელა, რათა ქვეყანამ განახორციელოს რეფორმები, რომლებიც ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის არის აუცილებელი.

კომენტარები