რუსეთის საგარეო უწყების განცხადება

ზალკალიანი: ჟენევის მოლაპარაკებებზე არანაირი რუსული პროექტი არ განხილულა

mfa.gov.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების დროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ არანაირი რუსული პროექტი არ განხილულა. 

"შეხვედრებზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა წამოწია ეს საკითხი, თუმცა, მყისიერად მას ჩვენი მხრიდან განემარტა, რომ ამაზე საუბარი არ შეიძლება, რადგან ეს არის ჟენევა და ჟენევა ამ საკითხის განხილვას არ ითვალისწინებს. არანაირი რუსული პროექტი იქ არ განხილულა. ჩვენ გვქონდა მსჯელობა თანათავმჯდომარეების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე და არა რუსეთის ფედერაციის, როგორც ამას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს. ეს რომ ასეა, თქვენ შეგიძლიათ, გადაამოწმოთ იმ განცხადებაში, რომელიც უშუალოდ სამიტის თანათავმჯდომარემ გააკეთა. რაუნდი შენარჩუნდა, ფორმატი შენარჩუნდა და ყველა საკითხი, რომელიც უმთავრესია ჟენევისთვის, ეს არის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების იმპლემენტაცია, ძალის არგამოყენება და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება, იყო სრულყოფილად განხილული", - აღნიშნა ზალკალიანმა.

გუშინ რუსულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჟენევაში ძალის გამოუყენებლობის შესახებ რუსულ ვარიანტზე იმსჯელეს. ამის მიზეზად კი NATO-ს საწვრთნელი ბაზები დასახელდა, რომლის მშენებლობაც საქართველოში იგეგმება. 

კომენტარები