რუსეთის საგარეო უწყების განცხადება

რუსეთის საგარეო უწყება: საქართველო კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არ არის

საქართველო მეზობლებთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად კვლავაც არ არის, - ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს ინიციატივით მიღებულ რეზოლუციას.

ასამბლეამ 5 ივნისს მიიღო რეზოლუცია - "აფხაზეთიდან/საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილტა სტატუსის შესახებ".

"როგორც ცნობილია, ასეთი პროექტს საქართველოს მხარე ყოველწლიურად წარმოადგენს და კენჭისყრის რიცხობრივი მაჩვენებელი, როგორც არ უნდა იცვლებოდეს – საერთაშორისო საზოგადოების წევრების უმეტესობა ამ რეზოლუციას მხარს არ უჭერს. ეს კანონზომიერია – ამ აშკარად პოლიტიკური დოკუმენტის მიზნებს ადამიანის უფლებებზე ზრუნვასთან (რომლებიც თავად საქართველოს მიერ გაჩაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალდნენ) საერთო ხო არაფერი აქვთ“,  - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გვანცხადების თანახმად, თბილისი განაგრძობს მცდელობას, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მოედანზე დევნილების თემა "შეათრიოს".

„ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ფორმალურად წარმოადგინონ თავისი რეალობისგან შორს მყოფი თეზისები, თითქოსდა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკები საქართველოს ეკუთვნის. ასეთი მიდგომა, სამწუხაროდ, ადასტურებს, რომ თბილისი კვლავაც არ არის მზად კონსტრუქციული დიალოგი აწარმოოს მეზობლებთან რეგიონში ვითარების გრძელვადიანი დარეგულირების შესახებ, მათ შორის დევნილთა პრობლემებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებზე", – ნათქვამია განცხადებაში. 

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 68-ე სესიაზე საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუცია 5 ივნისს 69 ხმით 13-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

კომენტარები