შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მდინარე გუბისწყალში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. შსს-ს ინფორმაციით, ქალბატონი სამი დღის წინ დაიკარგა და მას ეძებდნენ.
"სამძებრო სამუშაობის მიმდინარეობისას გამოვლინდა პირი, რომელმაც დაკარგული ქალბატონის მკვლელობა აღიარა და სამართალდამცველებს აჩვენა ადგილი, სადაც ცხედარი ეგულებოდა. მაშველებმა ცხედარი მდინარე გუბისწყლიდან ამოიყვანეს", - აცხადებენ შსს-ში.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად სააგენტო ინტერპრესნიუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხონში მკვლელობა მოხდა და მამაკაცის ცხედარი მდინარე გუბისწყალში გადააგდეს. აღნიშნული ტაბულასთან საუბარში შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო.





