კრიზისი უკრაინაში

კიევი შეთანხმების დარღვევაზე პასუხისმგებლობას მოსკოვს აკისრებს

უკრაინაში რუსი ინტერვენტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ისევ არღვევენ. უკრაინის უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, რუსეთი კონფლიქტის ზონაში როტაციას ახორციელებს - რუსი სამხედროები წინა ხაზს ტოვებენ, მათ ადგილს კი, ახალი ტერორისტები იკავებენ, რომლებმაც წვრთნა რუსეთის ტერიტორიაზე გაიარეს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაზე პასუხს რუსეთი აგებს, რომელსაც სეპარატისტების შეჩერება შეუძლია. პრეზიდენტმა პოროშენკომ კი, უმაღლესი რადას მიერ მიღებულ ლუსტრაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

კომენტარები