სახელფასო დანამატი

სახელფასო დანამატების საკითხის მერი და პრემიერი გამოეხმაურნენ

მერიისა და მისი სამსახურების თანამდებობის პირებისთვის სახელფასო დანამატების გაცემას საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა.

პრემიერის თქმით, დავით ნარმანია ყველაფერს ღიად და გამჭვირვალედ აკეთებს და ჟურნალისტებს ურჩია, ამ თემაზე კითხვით თბილისის მერს მიმართონ.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის გაზაფხულზე, მას შემდეგ, რაც მინისტრებისა და მათი მოადგილეების პრემიების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კრიტიკა მოჰყვა, საქართველოს მთავრობამ პრემიის გაცემის სპეციალური წესი შეიმუშავა. ცვლილებები არ შეხებია სახელფასო დანამატებს.

კომენტარები