სახელფასო დანამატი

ბერაძე: 24–საათიანი მუშაობა გვიწევს და მოხელეს შესაბამისი ანაზღაურება სჭირდება

გუნდს აღებული გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე და ორიენტირებულები ვართ შედეგზე. აქედან გამომდინარე, გვიწევს 24-საათიანი მუშაობა და მიგვაჩნია, რომ საჯარო მოხელეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ანაზღაურება.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ მერიის თანამდებობის პირებზე დანამატის გაცემა შეაფასა. თბილისის მერის დავით ნარმანიას 2014 წლის 1-ლი სექტემბრის ბრძანებით, ყოველთვიურ სახელფასო დანამატს მერიისა და მისი სამსახურების ჯამში 70-მდე თანამდებობის პირი იღებს.

კომენტარები