ჟენევის მოლაპარაკებები

ქართული დელეგაცია ხვალ ჟენევის დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება

ქართული დელეგაცია ხვალ ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდში მონაწილეობის მისაღებად გაემზავრება. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 29-ე რაუნდი 7-8 ოქტომბერს გაიმართება . შეხვედრების ფარგლებში დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები კვლავ ძალის გამოუყენებლობა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება და იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნება იქნება.

გარდა ამისა, ქართული მხარე შეხვედრაზე ენგურის ადმინისტრაციულ საზღვარზე ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილების საკითხს დააყენებს.

კომენტარები