კრიზისი უკრაინაში

დონეცკში აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

reuters

დაახლოებით 10 ადამიანი დაიღუპა და 9 დაიჭრა დონეცკში სეპარატისტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად, როდესაც ჭურვი საჯარო სკოლის შენობას და ახლოს მდგარ მიკროავტობუსს მოხვდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელთა და თვითმხილველების განცხადებით, დაბომბვის დროს მასწავლებლებმა მოახერხეს მოსწავლეების სარდაფში ჩაყვანა, რის გამოც მოკლულთა შორის ბავშვები არ არიან.

დაბომბვა სასწავლო წლის დაწყებიდან მეორე დღეს მოხდა. ამ დროს სკოლაში 60-მდე 8-10 წლის მოსწავლე იმყოფებოდა.

უკრაინის კრიზისის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 3500 ადამიანს გადააჭარბა.

კომენტარები