ისლამური სახელმწიფო

ბრძოლა ISIS-თან

ამერიკის შეერთებული შტატები ანტიტერორისტულ კოალიციასთან ერთად სირიის ტერიტორიაზე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებს 23 სექტემბრიდან ახორციელებს.

დაჯგუფება ერაყისა და ლევანტის ან ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს სახელწოდებით სირიაში მას შემდეგ გაძლიერდა, რაც დასავლეთმა ასადის რეჟიმთან მებრძოლი ზომიერი ოპოზიციის სამხედრო დახმარებაზე უარი თქვა. შედეგად, ყველაზე დიდი გავლენა რეჟიმს მოწინააღმდეგეთა შორის ისლამისტებმა მოიპოვეს.

გლობალურ საფრთხედ ისლამური სახელმწიფო მას შემდეგ აღიარეს, რაც მისმა მებრძოლებმა ერაყს შეუტიეს. 10 ივნისს მათ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული აიღეს და შეტევა ბაღდადის მიმართულებით გააგრძელეს.

კომენტარები