რუსული კანონი

მდინარაძე პრეზიდენტის ვეტოზე: პროცედურაში პარტნიორების ჩართვაზე შეთავაზებას უარით უპასუხა

1. დიდი მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები.

(ვეტოს ახალი ნაირსახეობის გამოგონებაზე კი სხვადასხვა თაობის იურისტები დიდი ხნის განმავლობაში იმსჯელებენ)

2. რაც შეეხება ჩვენს კონსტრუქციულ შეთავაზებას, ვეტოს პროცედურაში ჩაერთო უცხოელი პარტნიორები, მან უარით და დესტრუქციით უპასუხა!

3. ნაცების, მდიდარი ენჯეოების და მათი დავალების მიმცემების ყალბი პროექტი გამჭვირვალობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ - "არა რუსულ კანონს" ჩავარდა!

წერს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე.

სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო. მისი თქმით, "ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივი ვეტო".

კომენტარები