გაეროს გენერალური ასამბლეა

დავით უსუფაშვილი: პრემიერმა ღირსეულად წარმოაჩინა საქართველო

David Usupashvili
Tabula

გაეროს გენერალურ ასამბლეის 69-ე სესიაზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა. უსუფაშვილმა პრემიერის გამოსვლა დადებითად შეაფასა:

"პრემიერმა ღირსეულად წარმოაჩინა საქართველო თავისი ისტორიით, დღევანდელობით და მომავლით და გაეროს მაღალი ტრიბუნიდან ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ იმ წარმატებების შესახებ, რასაც ქვეყანამ მიაღწია და იმ პრობლემების შესახებ, რის წინაშეც ქვეყანა დგას" - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციაზე, კანონის უზენაესობაზე, თავისუფალ მედიაზე, ენერგეტიკულ პროექტებს და რეგიონალურ საკითხებზე ისაუბრა. მან ასევე ყურადღება იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებზე, ადამიანის უფლებებზე, რუსეთთან ურთიერთობებზე და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე გაამახვილა.

კომენტარები