საპროტესტო აქცია

ნიუ იორკში მცხოვრებ ქართველთა ნაწილი პრემიერს საპროტესტო აქციით დახვდა

cp.ge

ნიუ იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაგეგმილი გამოსვლისათვის მისულ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ნიუ იორკში მცხოვრებ ქართველა ნაწილი საპროტესტო აქციით დახვდნენ. ისინი  საქართველოში შექმნილ კრიმინოგენურ მდგომარეობასა და რუსეთთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებდნენ. 

"ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ 21-ე საუკუნეში დღესდღეობით საქართველოში აღარ უნდა აუთოვებდნენ ბავშვებს. აღარ უნდა ხდებოდეს ის, რაც ხდებოდა 90-იან წლებში. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ბავშვები უსაფრთხო საქართველოში ცხოვრობდნენ. ჩვენ ვაპროტესტებთ პუტინის მონა, კრიმინალი მთავრობის მოქმედებებს, რომელიც არის ყველანაირად საზიანო. ჩვენ არ გვინდა ისეთი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასაშლელი დანით ძველი ბიჭივით იქცევა" - აღნიშნეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა.

კომენტარები