კრიზისი უკრაინაში

რუსეთი ასოცირების შესახებ შეთანხმების გადახედვას ითხოვს

შტეფან ფულე
wikipedia.org

რუსეთი ევროკავშირსა და უკრაინას შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შეცვლას მოითხოვს, ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვმა ევროკავშირს ახალი მოთხოვნები წარუდგინა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს იმ შეთანხმებასთან, რასაც რუსეთმა, ევროკავშირმა და უკრაინამ 12 სექტემბერს მიაღწიეს. ფულეს თქმით, რუსეთის მოთხოვნები პარალელური რეალობიდანაა.

Reuters-მა კი პეტრო პოროშენკოსთვის გაგზავნილი პუტინის წერილის დეტალები გაასაჯაროვა, რომელიც უკრაინის მისამართით მუქარას შეიცავს. იმ შემთხვევაში, თუ ასოცირების ხელშეკრულება არსებული სახით ძალაში შევა, კრემლი უკრაინულ პროდუქციაზე სრული ემბარგოთი იმუქრება. 

რამდენიმე დღის წინ ევროკავშირი, რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედება უკრაინისთვის ერთი წლით გადაიდება. თუმცა, ევროკავშირში უკრაინულ საქონელზე შეღავათიანი რეჟიმი მაინც ძალაში დარჩება. 

კომენტარები