რუსეთი

კრემლში გლობალური ინტერნეტიდან რუსეთის გათიშვის საკითხი განიხილება

რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე 22 სექტემბერს ქვეყნის გლობალური ინტერნეტიდან გათიშვის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ რუსული გამოცემა ვედომოსტი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობთ წერს.

გამოცემის ცნობით, კრემლში ინტერნეტის უსაფრთხოების მოტივით დროებით გათიშვის შესაძლებლობას განიხილავენ. გეგმის მიხედვით, ეს საგანგებო სიტუაციის, საომარი მოქმედებებისა და ქვეყანაში მასობრივი გამოსვლების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. ინტერნეტ პროვაიდერებს შესაბამისი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება დაევალებათ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვბმა განაცხადა, რომ უშიშრობის საბჭოზე საინფორმაციო უსაფრთხოების და ინტერნეტ-სივრცეში გარეშე საფრთხეებთან ბრძოლის  საკითხი მართლაც განიხილება, თუმცა გლობალური ინტერნეტიდან რუსეთის გამორთვაზე, პესკოვის თქმით, საუბარიც არ შეიძლება. 

კომენტარები