შოტლანდიის დამოუკიდებლობა

კამერონი: ახლა გვეძლევა საუკეთესო შანსი, უკეთესი ქვეყანა ავაშენოთ

შოტლანდიელმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა. ისევე, როგორც მილიონობით ადამიანი, მეც აღფრთოვანებული ვარ. ძალიან გულდაწყვეტილი დავრჩებოდი, დიდი ბრიტანეთის დასასრული რომ მეხილა. ახლა დებატები დასრულდა. ჩვენ წინ უნდა გავიხედოთ და ერთად ვაშენოთ უკეთესი ბრიტანეთი. ახლა გვეძლევა საუკეთესო შანსი, უკეთესი ქვეყანა ავაშენოთ. შოტლანდიელ ხალხს შიდა საქმეებში მეტი ძალაუფლება მიენიჭება და ამას მხარს უელსის, ინგლისისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ხალხიც დაუჭერს. 

განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა დევიდ კამერონმა შოტლანდიის რეფერენდუმის შედეგების შეფასებისას. შოტლანდიელთა 55%-მა გაერთიანებულ სამეფოში დარჩენას დაუჭირა მხარი.

კომენტარები