შოტლანდიის დამოუკიდებლობა

სერგეი აკსიონოვი შოტლანდიის რეფერენდუმთან ერთად ყირიმის აღიარებასაც ითხოვს

reuters

ყირიმის მარიონეტული მთავრობის ხელმძღვანელის სერგეი აკსიონოვის თქმით, შოტლანდიაში რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში ყირიმის აღიარება ავტომატურად უნდა მოხდეს.

„თუ დასავლეთი შოტლანდიის რეფერენდუმის შედეგებს აღიარებს, ყირიმის აღიარებაც ავტომატურად უნდა მოხდეს. ეს ნამდვილად სწორი გზაა და ჩვენ აუცილებლად მხარს დავუჭერთ ამ რეფერენდუმს“, - აღნიშნა აკსიონოვმა.

აკსიონოვის შეფასებით, დასავლეთს ანალოგიურ შემთხვევებზე შერჩევითი პოზიციები აქვს.

„ამის [რეფერენდუმის] გამო ჩვენს საჯაროდ დამცირებას, შეურაცხყოფას ცდილობენ და ბიზნესის კეთების შესაძლებლობას გვართმევენ. რა საინტერესოა, როგორ მოიქცევიან საკუთარი მოქალაქეების მიმართ ანალოგიურ შემთხვევაში?“- აღნიშნა აკსიონოვმა.

შეგახსენებთ, რომ რეფერენდუმი ყირიმში ნახევარკუნძულის მომავალი სტატუსის შესახებ 2014 წლის 16 მარტს ჩატარდა. რეფერენდუმში მონაწილეთა 96.7%-მა ხმა რუსეთთან მიერთებას მისცა. 

კომენტარები