შოტლანდიის დამოუკიდებლობა

გაერთიანებული სამეფო შოტლანდიას მეტ ძალაუფლებას ჰპირდება

გაერთიანებული სამეფო შოტლანდიას, დამოუკიდებლობაზე უარის სანაცვლოდ, მეტ ძალაუფლებას ჰპირდება.

დიდი ბრიტანეთი შოტლანდიას დამოუკიდებლობაზე უარის თქმის სანაცვლოდ მთელ რიგ ახალ ფინანსურ შესაძლებლობებს დაჰპირდა.

ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, ჯორჯ ოზბორნმა კვირას, 7 სექტემბერს, BBC-ის ენდრიუ მარის შოუში განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება სამოქმედო გეგმის შესახებ, რომლითაც შოტლანდიას მიეცემა მეტი ავტონომია გადასახადებზე, ხარჯებსა და კეთილდღეობაზე იმ შემთხვევაში, თუ შოტლანდიელები დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მისცემენ ხმას.

“თქვენ უახლოეს დღეებში იხილავთ სამოქმედო გეგმას, რომლითაც შოტლანდიას მეტი ძალაუფლება მიენიჭება... ამ შემთხვევაში შოტლანდია ორმხრივად მოგებული გამოვა. ის განცალკევების რისკს აირიდებს თავიდან და, ამასთან ერთად, უფრო მეტად შეეძლება საკუთარი ბედის კონტროლი, რაც, ჩემი აზრით, სწორედ ის არის, რაც შოტლანდიელთა უმეტესობას სურს“, - განუცხადა ოსბორნმა BBC-ს.

ახალი შეთავაზება მას შემდეგ გახმაურდა, რაც გამოკითხვებმა აჩვენეს, რომ უკანასკნელ თვეში პირველად, შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრეთა რაოდენობამ მოწინააღმდეგებისას გაასწრო. YouGov poll-ის მიხედვით,  მომხრეთა რაოდენობამ 51%-ს მიაღწია, როდესაც მოწინააღმდეგეები 49%-ზე ჩამოვიდნენ, მაშინ როდესაც სულ რაღაც ერთი თვის წინ მომხრეები 22 პუნქტით უსწრებდნენ მოწინააღმდეგეებს.

ბრიტანეთის მთავრობის შეთავაზებას შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ალექს სალმონდმა სასაცილო უწოდა.

„მათ ვერ მოახერხეს შოტლანდიელების შეშინება და ახლა ცდილობენ, რომ მოგვისყიდონ“, - განაცხადა სალმონდმა.

რეფერენდუმი შოტლანდიის დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გამოსვლის შესახებ 2014 წლის 18 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები