კრიზისი უკრაინაში

გერმანია უკრაინაში უპილოტო თვითმფრინავების გაგზავნას აპირებს

livejournal.com

აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის პროცესზე დასაკვირვებლად, გერმანია უკრაინაში უპილოტო თვითმფრინავებს გაგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამშაბათს, 16 სექტემბერს, უკრაინაში გერმანიის შეიარაღებული ძალების ბუნდესვერის 14 სამხედრო ჩავიდა ეუთოს მისიაში გერმანული უპილოტო თვითმფრინავების მონაწილეობის შესაძლებლობის შესამოწმებლად. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გერმანელი სამხედროები ფრანგ სპეციალისტებთან კონსულტაციებს გაივლიან. უპილოტო თვითმფრინავების ექსპერტების გარდა, პროექტში მონაწილეობას ლოგისტიკის, ტექნიკური და სამედიცინო პერსონალიც მიიღებს.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შესწავლის პროცესი სამიდან ხუთ დღემდე გაგრძელდება.

კომენტარები