კრიზისი უკრაინაში

რუსეთი ყირიმში სრულფასოვანი სამხედრო დაჯგუფების გაგზავნას გეგმავს

nbcnews.com

რუსეთი ყირიმში სრულფასოვანი სამხედრო დაჯგუფების გაგზავნას გეგმავს. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ყირიმის ოკუპაციის უზრუნველყოფის მიზნით სამხედროების რიცხვის გაზრდის შესახებ ისაუბრა.

ნახევარკუნძულზე სამხედროების რიცხვის გაზრდის მიზეზად სამხრეთ-დასავლეთის სტრატეგიული მიმართულებით სამხედრო-პოლიტიკური გარემოებების ცვლილებები (რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია და აღმოსავლეთ უკრაინაში ჰიბრიდული ომის გაჩაღება) სახელდება.

"უკრაინაში მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა, ასევე ჩვენი დედაქალაქის სიახლოვეს უცხოელი სამხედროების რიცხვი გაიზარდა. ამ გარემოებამ [ყირიმის] ოლქის ყოველდღიური ხელმძღვანელობის პროცესში გარკვეული კორექტივები შეიტანა", - აღნიშნა შოიგუმ.

კომენტარები