კრიმინალი

მესტიაში გერმანიის სამი მოქალაქე დააყაჩაღეს

მესტია-მულახის საავტომობილო გზაზე შეიარაღებულმა პირებმა სამი ტურისტი დააყაჩაღეს. დაზარალებულები გერმანიის მოქალაქეები არიან.

შემთხვევა გუშინ, 15 სექტემბერს, საღამოს მოხდა. თავდამსხმელებმა ფული, აპარატურა და ტანსაცმელი წაიღეს. ასევე, ტურისტებს სცემეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.  

კომენტარები