შვედეთი

შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა მემარცხენე კოალიციამ გაიმარჯვა

შვედეთის დროშა
sacc-georgia.org

შვედეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე კოალიციამ გაიმარჯვა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის, მემარცხენე პარტიისა და მწვანეთა პარტიის მონაწილეობით. წინასწარი შედეგების თანახმად, მათ ხმების 44% მოიპოვეს.

მმართველმა მემარჯვენე ცენტრისტულმა კოალიციამ პრემიერ რეიონფელდტის ხელმძღვანელობით ხმების 39% მიიღო. მესამე ადგილზე 13%-ით ულტრამემარჯვენე ნაციონალისტი შვედი დემოკრატები გავიდნენ, რომელთაც წინა არჩევნებთან შედარებთ შედეგი გააუმჯობესეს.

შვედეთის მომავალი პრემიერი სოციალ-დემოკრატთა ლიდერი სტეფან ლევენი გახდება. 

კომენტარები