საქართველოს პრეზიდენტი

მარგველაშვილი: პოლიტიკური კარიერის პიკზე ვარ, ვარ საქართველოს პრეზიდენტი

მე მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკური კარიერის პიკზე ვარ. ვარ საქართველოს პრეზიდენტი და მაქვს დიდი ვალდებულებები აქედან გამომდინარე. შესაბამისად, მე მაქვს სრული საშუალება და რესურსი, საზოგადოებას ველაპარაკო და ავუხსნა, რანაირად უნდა განვითარდეს საქართველო. აქ არის ძალიან მარტივი ჭეშმარიტებები, საქართველო არის დემოკრატია, ეს ნიშნავს, რომ არავინ არ არის დირექტორი. არამედ, ძალაუფლება, ბალანსი გადანაწილებულია შტოებს შორის. ყველა ჩვენგანს ევალება ამის განხორციელება, ყველა ჩვენგანს ევალება, ემსახუროს ამ პრინციპებს, ვინ არის მთავარი კი არა, თავისი როლი ვის როგორი გააჩნია. მე ამ პრინციპებს და ამ პროცესს ვემსახურები და განვახორციელებ მომავალშიც. შესაბამისად, მე პოლიტიკური ძალა იმისთვის, რომ ჩემი საქმე განვახორციელო, არ მჭირდება.

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებს თუ არა პოლიტიკური გუნდის შექმნას.

კომენტარები