კრიმინალი

შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1978 წელს დაბადებული შოთა ლ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაცხვში, თვითნაკეთი პისტოლეტიდან გასროლით გოდერძი ჯ-ს მუცლის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა შოთა ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში სოფელ ჭითაწყაროში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით).

კომენტარები