გაეროს გენერალური ასამბლეა

ღარიბაშვილი: გაეროს სამიტზე გაემგზავრება პრემიერმინისტრი ანუ მე

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გასამგზავრებელ დელეგაციაზე მთავრობამ რამდენიმე თვის წინ იმსჯელა და გადაწყდა, რომ პრემიერი გაემგზავრება.

"თვეების წინ, მთავრონამ იმსჯელა ამ საკითხზე და ვინაიდან მთავრობა და ამ შემთხვევაში პრემიერმინისტრი არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, გაერო-ს სამიტზე გაემგზავრება პრემიერმინისტრი ანუ მე. განსაზღვრულია დელეგაციის შემადგენლობა, თვეების წინ დავადასტურეთ ყველაფერი და ვერ ვხედავ ამაში რაიმე კითხვას", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

კითხვაზე, გაემგზავრება თუ არა მასთან ერთად პრეზიდენტი აშშ-ში, პრემიერმა განაცხადა, რომ არ იცის.

"არ ვიცი, გუშინ მოვისმინე საგარეო უწყების განცხადება და ალბათ ისინი გაარკვევენ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით 26 სექტემბერს გამოვა. ამავე ასამბლეის ფარგლებში, კლიმატის შესახებ სამიტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა იგეგმება, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გასულ კვირაში განაცხადეს, რომ ამ სამიტზეც სიტყვით პრემიერი გამოვა და საგარეო უწყება გაერო-ში პრეზიდენტის ვიზიტის მოსამზადებლად არ მუშაობს. 

ამასთან, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ აშშ-ში მისი ვიზიტი შედგება.

კომენტარები