კრიზისი უკრაინაში

რუსეთის სამხედრო ნაწილები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ისევ არღვევენ

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უკრაინაში რუსეთის სამხედრო ნაწილების პრორუსი სეპარატისტების მხრიდან ისევ ირღვევა. უკრაინული წყაროების ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულ შეიარაღებულ ძალებს და სამოქალაქო ობიექტებს ცეცხლი 10-ჯერ გაუხსნეს, მათ შორის, მძიმე შეიარაღების გამოყენებით მარიუპოლის, დონეცკისა და დებალცევოს მიდამოებში.

ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომელთა შემოღებას ევროკავშირი დღეიდან გეგმავს, შესაძლოა გადაიხედოს, თუ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შესრულდა და მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ განაცხადა. რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების შემთხვევაში მოსკოვი საპასუხო ზომებს მიღებს - განაცხადა რუსეთს პრემიერმინისტრმა დმიტრი მედვედევმა. მისი თქმით, შესაძლოა, რუსეთმა დასავლურ ავიაკომპანიებს საკუთარი საჰაერო სივრცით სარგებლობა აუკრძალოს.

კომენტარები