ნედლეული

BP-ის ჯარიმის სახით შესაძლოა $18 მილიარდის გადახდა დაეკისროს

BP-ის აღმასრულებელი დირექტორი 2010 წელს ტონი ჰეივარდი მექსიკის ყურეში მდებარე პლატფორმაზე
შონ გარდნერი / REUTERS

2010 წელს მექსიკის ყურეში ნავთობის პლატფორმაზე მომხდარმა ავარიამ 11 ადამიანი იმსხვერპლა, ამასთან ერთად, ათასობით ტონა ნავთობი ზღვაში ჩაიღვარა.

BP-იმ ზარალის ასანაზღაურებლად და მექსიკის ყურის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის $28 მილიარდი უკვე დახარჯა, მაგრამ კომპანია შესაძლოა მაინც დააჯარიმონ.

ამერიკის ფედერალურმა სასამართლომ მიიჩნია, რომ BP დამნაშავე იყო მომხდარში და არასრულად აანაზღაურა ზარალის შედეგები, რის გამოც ჯარიმის სახით შესაძლოა $18 მილიარდის გადახდა დაეკისროს. BP-ის საწარმოო ნორმების დარღვევაში სდებენ ბრალს, რომლის მიხედვითაც ნავთობპლატფორმა ბურღვას ნორმებით განსაზღვრულზე ღრმად ახორციელებდა. სასამართლოს განცხადებით, ფირმამ კიდევ მრავალი წესი და ნორმა უგულებელყო, რითაც ავარიის რისკი გაზარდა.

სავარაუდო დაჯარიმების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ, BP-ის აქციებზე ფასების 7%-იანი კლება გამოიწვია.

კომენტარები