კრიზისი უკრაინაში

დონეცკის აეროპორტის მახლობლად აფეთქება მოხდა

AP

უკრაინის ხელისუფლებასა და პრორუს ინტერვენტებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემდეგ უკრაინული მედია ქალაქ მარიუპოლში მსხვერპლის შესახებ იუწყება. სააგენტო უნიანის ინფორმაციით, გუშინ ინტერვენტებმა ზავი კიდევ ერთხელ დაარღვიეს და მარიუპოლის შესასვლელთან არსებული სამთავრობო ძალის პოზიციები დაცხრილეს. შედეგად 1 ქალი გარდაიცვალა, ასევე დაშავებულია 3 ადამიანი.

დილით კი დონეცკის აეროპორტის მახლობლად აფეთქება მოხდა. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ცნობით კი, ლუგანსკის ოლქში რუსული მძიმე კოლონა მოძრაობს.

უკრაინელებსა და პრორუს ინტერვენტებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი 5 სექტემბერს მინსკში მოეწერა. აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებებს 2600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ასევე უკვე ცნობილია, რომ ევროკავშირთან უკრაინის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება ევროპარლამენტის სესიაზე მოხდება, რომელიც 15-დან 18 სექტემბრამდე გაიმართება.

კომენტარები