კრიმინალის ზრდა

ზაქარეიშვილი: დანაშაული იკლებს, მაგრამ გაშუქება 100%-იანი გახდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის თქმით, დანაშაული იკლებს, თუმცა, მედიის მიერ გაშუქება 100%-იანი გახდა.

"რაც ნამდვილად შეიცვალა, არის გაშუქების აბსოლუტურობა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მე როცა ვაკრიტიკებდი ნაციონალურ მოძრაობას, მაშინ, როცა ხელისუფლებაში მოვიდა, ყოველ წელს ვაქვეყნებდი ინფორმაციას. მქონდა შსს-დან ინფორმაცია, რამდენად იზრდებოდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებები. უცებ შსს-მ შეწყვიტა ამ მონაცემების დაგროვება, გამოქვეყნება და ის ადამიანი გაათავისუფლა სამსახურიდან, ვინც მაწვდიდა ამ ინფორმაციას. ეს მოხდა 2006 წელს დაახლოებით. ჩვენ დავიწყეთ ამ ინფორმაციების გასაჯაროება. არსებითად მკაფიოდ ჩანს, რომ სტატისტიკა მნიშვნელოვნად არის ნაკლები, ვიდრე იყო ადრე. იკლებს დანაშაული ნამდვილად, მაგრამ მაგრამ 100%-იანი გახდა დანაშაულებების გაშუქება. რაც კარგია, ცუდი არაა. საგანგაშო ნამდვილად არაფერი არაა. ვეთანხმები პრემიერს - სტატისტიკიდან ჩანს, რომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებები არ იზრდება", - თქვა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები