უკრაინის კრიზისი

ლავროვი: უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ხელს შეუშლის კრიზისის დეესკალაციას

ლავროვი
novinite.com

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება შეაფერხებს ქვეყანაში არსებული კრიზისის აღმოფხვრის პროცესს. ლავროვი ასევე აფრთხილებს აშშ-ს, რომ საკუთარი სურვილები კიევს თავს არ მოახვიოს.

ლავროვის კომენტარები მას შემდეგ გავრცელდა, რაც პუტინმა უკრაინაში მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის შვიდპუნქტიანი გეგმა წარადგინა.

ლავროვის თქმით, რუსეთი მზად არის კონკრეტული და პრაქტიკული ნაბიჯების გადასადგმელად. "იმედი გვაქვს, რომ პუტინის მოწოდებები გაგონილი იქნება, განსაკუთრებით კიევის, დონეცკისა და ლუგანსკის მიერ", - განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები